„გირჩმა“ ახალი კომპანია „შმაქსი“ დააფუძნა
„გირჩმა“ ახალი კომპანია „შმაქსი“ დააფუძნა

პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ ახალი კომპანია „შმაქსი“ დააფუძნა. როგორც პარტიაში აცხადებენ, „შმაქსი“ ტაქსებზე რეგულაციების საპასუხოდ დაფუძნდა.

შმაქსის „ პრეზენტაცია წიწამურში გაიმართა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, „შმაქსშიგაწევრიანებული იქნებიან მასწავლებლები, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ და მსურველებს „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში გადაიყვანენ, ამავდროულად მათ გირჩის იდეებს გააცნობენ თავისუფლებას შესახებ. მგზავრობის საფასური კი, მიღებული ინფორმაციის მიხედვით გაიზომება.

წიწამურიდან წამოსული „შმაქსისტების“ კოლონა პატრულმა თბილისის მიმდებარედ გააჩერა, თუმცა არ დააჯარიმა. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მათ პატრულის თანამშრომლებს ოფიციალური რეგისტრაციის ამონაწერი აჩვენეს და განუმარტეს, რომ ის საგანმანათლებლო პროექტია.

„ავუხსენით, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროექტი. ჩვენ მგზავრებს არ ვახდევინებთ საფასურს ტრანსპორტირებაში „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტამდე, არამედ საფასურს ვახდევინებთ მოსმენილი მასალის შესაბამისად. ამის შემდეგ გვითხრეს ტრაფარეტი ჰგავს ტაქსს და პრობლემა არისო. მე ვუთხარი, თქვენი ფორმაც ძალიან ჰგავს ტაქსისტის ფორმას, ჭადრაკის კუბიკები ახატია და ტაქსის ტრაფარეტის ფერებში არის, რაზეც მითხრეს, კარგით ცოტა ხანი დაგველოდეთო. უფროსობასთან გადაამოწმეს, დაახლოებით ხუთი წუთი ესაუბრებოდნენ რაციით და შემდეგ გვითხრეს, რომ ყველაფერი წესრიგშია და კანონს არ ვარღვევთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, თბილისში ამ ეტაპზეც 20-მდე „შმაქსი“ მოძრაობს და მსურველებს სწორ ინფორმაციას აწვდიან.