„გირჩის“ აქტივისტები საარჩევნო უბანზე კანფეტებს არიგებენ
„გირჩის“ აქტივისტები საარჩევნო უბანზე კანფეტებს არიგებენ

„გირჩის“ აქტივისტები მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე კანფეტებს არიგებენ. ტკბილეულზე პარტიის სიმბოლიკაა გამოსახული და წარწერა „თავისუფლება ტკბილია“.

აქტივისტები ამბობენ, რომ უბანზე ეგზიტპოლებს ატარებენ. სავარაუდოდ, აღნიშნული ქმედება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს, რადგან აგიტაციის ნიშნებს შეიცავს.