ალექსანდრე რაქვიაშვილი - ვიღაცამ ოპოზიციიდან დაუჭირა მხარი „ქოცების“ კანდიდატს, მერე ატყდა ყვირილი, დავტოვოთ დარბაზიო, ვინც „ქოცებს“ დაუჭირა მხარი, დარბაზიდან გავიდა, კომედიაა
ალექსანდრე რაქვიაშვილი - ვიღაცამ ოპოზიციიდან დაუჭირა მხარი „ქოცების“ კანდიდატს, მერე ატყდა ყვირილი, დავტოვოთ დარბაზიო, ვინც „ქოცებს“ დაუჭირა მხარი, დარბაზიდან გავიდა, კომედიაა

ვიღაცამ ოპოზიციიდან დაუჭირა მხარი ქოცების კანდიდატს. მერე ატყდა ყვირილი, დავტოვოთ დარბაზიო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი წერს.

რაქვიაშვილის თქმით, „ვინც ქოცებს დაუჭირა მხარი, დარბაზიდან გავიდა თან მანამდე 3 კანდიდატის არჩევა მოასწრეს“.

„ვიღაცამ ოპოზიციიდან დაუჭირა მხარი ქოცების კანდიდატს. მერე ატყდა ყვირილი, დავტოვოთ დარბაზიო. ასე ვნახავთ, თუ ვინ გაქოცდაო (ფარული კენჭისყრა იყო) და ყველა (მინიმუმ 5 დეპუტატი), ვინც ქოცებს დაუჭირა მხარი, დარბაზიდან გავიდა თან მანამდე 3 კანდიდატის არჩევა მოასწრეს. ძალიან კომედიაა“, – წერს რაქვიაშვილი.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვეს ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე – ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად სულ მცირე 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. საერთო ჯამში, კენჭი უნდა ეყაროს 29 კანდიდატურას. კენჭისყრები ტექნიკური შესვენების შემდეგ განახლდება.