„გირჩი-მეტი თავისუფლებაში“ აცხადებენ, რომ დაკავებული ზურაბ ჯაფარიძის მდგომარეობა დღეს უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ
„გირჩი-მეტი თავისუფლებაში“ აცხადებენ, რომ დაკავებული ზურაბ ჯაფარიძის მდგომარეობა დღეს უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ

„გირჩი-მეტი თავისუფლებაში“ აცხადებენ, რომ დაკავებული ზურაბ ჯაფარიძის მდგომარეობა დღეს უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ.

როგორც ბრიფინგზე „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ განაცხადა, ზურაბ ჯაფარიძე, რომლის მთავარი იარაღი ყოველთვის იყო საუბარი, ამ იარაღით მივიდა სამართალდამცველებთან, მის წინააღმდეგ გამოიყენეს ხელკეტი და მიადგა ფიზიკური ზიანი.

ამასთან, მისივე თქმით, ომი იქნება მოგებული ქართველი ხალხის მიერ, ვისთვისაც დასავლეთი არის ფუნდამენტური არჩევანი და აღნიშნა, რომ არავის ეშინია წყლის, დარბევის, ცრემლებისა და გაზის.

„ზურაბ ჯაფარიძე, რომლის მთავარი იარაღი ყოველთვის იყო საუბარი, ამ იარაღით მივიდა სპეცრაზმელებთან, პოლიციელებთან და ამ იარაღს იყენებდა. მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ხელკეტი და მას მიადგა ფიზიკური ზიანი, ურტყეს და დააკავეს. ზურაბ ჯაფარიძესთან არიან შესული ადვოკატები, მისი მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე გუშინ, მაგრამ აქედანვე უნდა იცოდეთ მარტივი პასუხი – როცა საუბარს პასუხობთ თქვენ ხელკეტით, ვერასდროს მოიგებთ, ეს ომი იქნება მოგებული ქართველი ხალხის მიერ, ვისთვისაც დასავლეთი არის ფუნდამენტური არჩევანი. აქ არავის ეშინია არც წყლის, არც დარბევის, არც ცრემლებისა და გაზის. ეს ცრემლები გადაიქცევა ბედნიერების ცრემლებად, როდესაც დასავლეთის ნაწილი გავხდებით. დღეს უფრო მეტ მოქალაქეს ველოდებით. მე ყოველთვის მიკვირს, რატომ არის ხელისუფლება ისეთი იდიოტი, როცა ვერ ხვდება, რომ თუ ძალას გამოიყენებს, ეს ძალა კი არ დაგვაშინებს, პირიქით, მეტ სტიმულს მოგვცემს, რომ აქციაზე ვიყოთ. რომ ამბობენ ხოლმე, სად არიან ახალგაზრდებიო?! აქ არიან, გუშინ იყვნენ და მეტნი ვიქნებით დღესაც, ხვალაც და ზოგადად“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.