გიოტცეს შეძენა ოთხ იტალიურ გრანდს სურს
გიოტცეს შეძენა ოთხ იტალიურ გრანდს სურს

მიმდინარე სეზონის ბოლოს მარიო გიოტცე თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს და გამოცდილი ნახევარმცველის ხელსაყრელ ფასად შეძენა, რა თქმა უნდა, არერთი კლუბის სატრანსფერო პრიორიტეტი იქნება.

როგორც SempreInter იუწყება, მარიო გიოტცეს კლუბში გადმოყვანაზე ოთხი იტალიური გრანდი ფიქრობს: „ინტერი“, „მილანი“, „რომა“ და „ლაციო“.

მიმდინარე სეზონში მარიო გიოტცემ „დორტმუნდის“ შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.