გიორგობა ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღნიშნეს

15:28, 23.11.2019

გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღნიშნეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის კაპელანმა, მამა გიორგი წერეთელმა აღავლინა.

გიორგობის ღვთისმსახურებას მე-12 ბატალიონის მეთაური და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას მიმდინარე წლის ნოემბრიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრესი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყო

მსგავსი