გიორგი ზურაბაშვილმა ონლაინფორმატში შეხვედრა გამართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ხრისტო დიკანსკისთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა ონლაინფორმატში შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ხრისტო დიკანსკისთან. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყება აღნიშნავს, მხარეებმა განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა შავი ზღვის სტრატეგიულ როლს რეგიონული დაკავშირებადობის, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ კონტექსტში მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს 2027 წელს ბულგარეთში, ევროკომისიასთან თანამშრომლობით დაგეგმილი ერთობლივი რეგიონული დაკავშირებადობის სამიტის შესახებ და აქტიურ ერთობლივ ჩართულობაზე შეთანხმდნენ.