გიორგი ზურაბაშვილი – რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, რომლებსაც თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს 

01:28, 26.11.2026

რუსეთის მხარეს ჰქონდა თითქოს უვნებელი საკითხები, რომელსაც, თუ დააკვირდებით, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ პრორუსულია. , – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, გიორგი ზურაბაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა

მისი თქმით, ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ენერგია შემატოს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს.

როგორც ზურაბაშვილმა აღნიშნა, რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფერებს ეხება და თითქოსდა უვნებელია.

„მაგალითისთვის გეტყვით, საუბარი იყო იმაზე, რომ დონის უნივერსიტეტი დაძმობილებულიყო საქართველოს ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თითქოსდა ნამდვილად უვნებელი საკითხია, მაგრამ, თუ დააკვირდებით და გააანალიზებთ, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. იმასაც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ენერგია შემატოს და მისცეს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს.

ასე რომ, ჩვენ თუ ამას ყველაფერს შევაჯამებთ, რაც შეეხება ქართულ ღვინოს, სადაც ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის მიდგომა, რაც მათ ჩვენ გაგვაცნეს ხარისხთან მიმართებით, გნებავთ უკრაინის ომის დაფინანსების საკითხს, ანტირუსულ ნარატივს, ანდაც რაც შეეხება იმ ჰუმანიტარულ და თითქოსდა უვნებელ საკითხებს, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ, აძლიერებს ოპოზიციას და მეტ ენერგიას აძლევს მას. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები არა მხოლოდ ავნებს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები აგრეთვე მნიშვნელოვანია და ავნებს რუსეთის მოსახლეობას“, – აღნიშნა ზურაბაშვილმა.

მსგავსი