გიორგი წიტაიშვილი - „მეცის“ შესახებ გიორგი მიქაუტაძეს ვესაუბრე და ბევრი აღარ მიფიქრია, სწრაფად გადავწყვიტე კონტრაქტის გაფორმება #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილმა „მეცში“ გადასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა და საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდში მოხვედრით კმაყოფილება გამოთქვა.
„ძალიან მიხარია აქ ყოფნა და ამ დიდებულ კლუბში ჩარიცხვა. ქართველებს „მეცთან“ ძალიან თბილი მოგონებები აკავშირებთ.
აქ ჩამოსვლამდე გიორგი მიქაუტაძეს ვესაუბრე. მან „მეცი“ დადებითად დაახასიათა. სწორედ ამიტომ ბევრი აღარ მიფიქრია და სწრაფად გადავწყვიტე კონტრაქტის გაფორმება.
იმედი მაქვს, რომ კლუბს ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარები და ჩემს საუკეთესო თვისებებს გამოვავლენ. „მეცში“ გამარჯვებისთვის მოვედი და არა მხოლოდ იმისთვის, რომ გუნდი შემეცვალა“, – ამბობს გიორგი წიტაიშვილი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშემ „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა და ისტორიაში მეორე ქართველი გახდა, გიორგი მიქაუტაძის შემდეგ, რომელიც ამ გუნდში ითამაშებს.
წიტაიშვილის ტრანსფერს გიორგი მიქაუტაძე ჩვეულ სტილში, იუმორით გამოეხმაურა და ყოფილ კლუბს მოუწოდა: „გიორგის გაუფრთხილდით“.
საინტერესო იყო ცნობილი ფრანგული გამოცემის, ActuL 1-ის შეფასებაც: „გიორგი მიქაუტაძის შემდეგ „მეცის“ შეტევის ხაზში კვლავ ქართველი ითამაშებს“.