გიორგი წიტაიშვილი - იყო დაინტერესება, მაგრამ ჯერ „დინამოში“ თამაში მსურს
კიევის „დინამოს“ შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა განაცხადა, რომ საინტერესო შემოთავაზებები ჰქონდა, მაგრამ ჯერ კიევის „დინამოში“ სურს თამაში გააგრძელოს და ამის მიზეზიც დაასახელა.
„კიევის „დინამოს“ პრეზიდენტს სურს, რომ გუნდში დავრჩე. მეც ამის დიდი სურვილი, რადგან უახლოეს პერიოდში თავს კიევურ გუნდში ვხედავ. არ ვამბობ, რომ არავითარ შემთხვევაში არ წავალ და სულ კიევში დავრჩები. მაგრამ ახლა და ამ ეტაპზე „დინამოში“ თამაში მირჩევნია,“ – ამბობს გიორგი წიტაიშვილი.
მან კომენტარი „ბეშიქთაშის“ დაინტერესებაზეც გააკეთა, რომელიც 2019 წელს პოლონეთში გამართული 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრებში ტრიუმფის შემდეგ იწვევდა.
„დიახ, ეს რეალური წინადადება იყო. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ და სხვა წინადადებებისთვის ყურადღება არც მიმიქცევია. სისულელეა ჩემს ასაკში და ასეთ ვითარებაში წასვლა. რატომ? ჯერ ერთი მაღალ დონეზე თამაშის გამოცდილება არ გამაჩნია და რეალურად რომ ვთქვათ, ჯერ პროფესიულ ფეხბურთში ბევრი არაფერი გამიკეთებია. დიახ, 20-წლამდელებში მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, მაგრამ ამ ასაკის ფეხბურთელი ვის სჭირდება? ამ ტრანსფერით ხელფასს ორი ათასით გამეზრდებოდა და რა შემემატებოდა? ამიტომ მირჩევნია, გამოცდილება მივიღო და კიევის „დინამოში“ ვითამაშო. დაფიქრება მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება,“ – ამბობს გიორგი წიტაიშვილმა.
გიორგი წიტაიშვილი 2019 წელს პოლონეთში გამართულ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელებმა სამხრეთ კორეა 3:1 დაამარცხეს, მესამე გოლი კი წარმოშობით ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა, რომელიც ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. კიევის „დინამოს“ თავდამსხმელი 2019 წელს უეფას ევროპის 50 გამორჩეულ ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელა.