გიორგი ვოლსკი - არათუ დაუშვეს, ყოველმხრივ შეუწყვეს ხელი საზღვრის გახსნას ტურისტებისთვის, ჩანს, ამჟამად სხვა მიზანი აქვთ, ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება
გიორგი ვოლსკი - არათუ დაუშვეს, ყოველმხრივ შეუწყვეს ხელი საზღვრის გახსნას ტურისტებისთვის, ჩანს, ამჟამად სხვა მიზანი აქვთ, ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება

2008 წლის ომის დასრულებისას, ჩვენი მეომრების ცხედრები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე იყო მიტოვებული, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები რუს გენერალს მძღოლებად ემსახურებოდნენ, ღლიცინებდნენ – რუსებს შევთავაზეთ გარკვეული თანხის სანაცვლოდ სტალინის ძეგლი დაბობეთ გორშიო, – ამის შესახებ საქართვლოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ჩანს, ამჟამად სხვა მიზანი აქვთ – ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება, რათა სახელმწიფომ ზომები მიიღოს მის აღსაკვეთად, იქნებ ახდეს ოცნება და ყველაფერი დესტაბილიზაციის შეუქცევად პროცესში გადაიზარდოს.

„2008 წლის ომის დასრულებისას, ჩვენი მეომრების ცხედრები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე იყვნენ მიტოვებული, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები რუს გენერალს მძღოლებად ემსახურებოდნენ, ღლიცინებდნენ – რუსებს შევთავაზეთ გარკვეული თანხის სანაცვლოდ სტალინის ძეგლი დაბობეთ გორშიო. მალევე ოფიციალური წერილითაც მიმართეს მოსკოვს გადაუდებლად დავიწყოთ კულტურული გაცვლებიო. არათუ დაუშვეს, ყოველმხრივ შეუწყვეს ხელი საზღვრის გახსნას ტურისტებისათვის. ჩანს ამჟამად სხვა მიზანი აქვთ – ისტერიკის ფონზე ძალადობის პროვოცირება! რათა სახელმწიფომ ზომები მიიღოს მის აღსაკვეთად და იქნებ ახდეს ოცნება და ყველაფერი დესტაბილიზაციის შეუქცევად პროცესში გადაიზარდოს! ამ სცენარის რეალიზაციაში სახალხო დამცველიც კი ჩაერთო. ხელისუფლების „სუსტი მხარეც“ შეუსწავლიათ – მან არ უნდა დაუშვას ომის პროვოცირება, სოციალური ფონის დამძიმება, პრობლემების შექმნა იმ ქართველებისთვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან რუსეთში ან თუნდაც საოკუპაციო ხაზებთან ცხოვრობენ, შეინარჩუნოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და ლარის კურსის სტაბილურობა, სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი“, – წერს გიორგი ვოლსკი.