გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლისას „ქართული ოცნება“ წარსულზე ისაუბრებს და არაფერს იტყვის მომავალზე
გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლისას „ქართული ოცნება“ წარსულზე ისაუბრებს და არაფერს იტყვის მომავალზე

ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო გამოსვლისას „ქართული ოცნება“ წარსულზე ისაუბრებს და არაფერს იტყვის მომავალზე.

მან იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი საბჭოთა კავშირის წარსულს არ გაიხსენებს.

„პრემიერის ანგარიში ნახეთ? ერთადერთი დიდი მიღწევაა და მართლა მიხარია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ჰინდი ენაზე გადაითარგმნა. ეს არის ისტორიული ნაბიჯი. ეს თარგმნა პოეტმა, რომლის სახელი და გვარი ამოვიწერე, ეს არის დოქტორი ბჰუპენდერ აზიზ პარიჰარი. ეს კაცი არის ისტორიული ადამიანი, რომ საქართველოსთვის დიდი საშვილიშვილო საქმე გააკეთა, „ვეფხისტყაოსანი” თარგმნა. ეს არის დიდი მიღწევა, დანარჩენი ანგარიშში არის კატასტროფა”, – განაცხადა ვაშაძემ.