გიორგი ვაშაძემ საარჩევნო ადმინისტრაციებთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი გამართა
გიორგი ვაშაძემ საარჩევნო ადმინისტრაციებთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი გამართა

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ საარჩევნო ადმინისტრაციებთან დაკავშირებით მორიგი ბრიფინგი გამართა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში „ქართული ოცნება“ ექვსის ნაცვლად, ცხრა წევრის გაყვანას ცდილობს და ამისთვის მათ უკვე წინასწარი ჯგუფები აქვთ შედგენილი, ასევე მათ წინასწარ იციან, ვინ იქნება ამა თუ იმ კომისიის მდივანი და თავმჯდომარე.

როგორც ვაშაძე ამბობს, მათ ხელში ჩაუვარდათ დოკუმენტაციები 22 ოლქიდან, სადაც ყველა იმ პირზეა ინფორმაცია, რომლებიც საარჩევნო კომისიებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქნებიან.

„ძალა ერთობაშია“ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებისგან თავის შეკავებისკენ, ხოლო მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს, რადგან მათი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი თავი ამოწურა და დროა, ხელისუფლებაში ახალი გუნდი მოვიდეს.

დატოვე კომენტარი