გიორგი ვაშაძე - ყველაზე რეალისტური და ობიექტურია, სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა თუ ექნება, სხვა მექანიზმებს სჭირდება პოლიტიკური შეთანხმება
გიორგი ვაშაძე - ყველაზე რეალისტური და ობიექტურია, სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა თუ ექნება, სხვა მექანიზმებს სჭირდება პოლიტიკური შეთანხმება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველაზე რეალისტური და ობიექტური იქნებოდა, თუ მიხეილ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა ექნებოდა.

მისივე თქმით, სხვა მექანიზმებს – სასჯელის გადავადებას, საზღვარგარეთ მკურნალობას და ა.შ. პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება.

თუმცა, გიორგი ვაშაძის განმარტებით, ასეთი დისკუსია თუ დაიწყება, მზად არიან, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მიიღონ.

„უნდა დაორგანიზდეს სასამართლოს მექანიზმი, ამ პროცესში უცხოელი მოსამართლეები უნდა ჩაერთონ და მიხეილ სააკაშვილს საკუთარი თავის მართლების, უდანაშაულობის დამტკიცების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ყველაზე სწორი გამოსავალი ეს იქნებოდა. სხვა მექანიზმებს – გადავადებას, საზღვარგარეთ მკურნალობას თუ ა.შ. სჭირდება რაღაც პოლიტიკური შეთანხმება, რადგან ეს არ ხდება ჰაერიდან. თუ ასეთი დისკუსია დაიწყება, მზად ვართ, ამ პროცესში მონაწილეობა მივიღოთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების და თავისუფალი მკურნალობის ინიციატივით გამოვიდა.

„მიხეილ სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, პატიმრობა გადავადდეს, იქნებ გავათავისუფლოთ და იმკურნალოს ნორმალურად კლინიკაში“, – განაცხადა ყიფშიძემ.