გიორგი ვაშაძე - ყველაფერს გავაკეთებ, რათა მოლაპარაკების ფორმატი შევინარჩუნოთ, ჩაშლის საშუალებას არც ერთ მხარეს არ მივცემ
გიორგი ვაშაძე - ყველაფერს გავაკეთებ, რათა მოლაპარაკების ფორმატი შევინარჩუნოთ, ჩაშლის საშუალებას არც ერთ მხარეს არ მივცემ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოლაპარაკების გზა არის ერთადერთი, რითაც შეთანხმების მიღწევა სურს.

მისივე თქმით, დიპლომატიურ კორპუსთან ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართება.

ამასთან, ვაშაძე ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელიც პროცესს ჩიხში შეიყვანს.

„ჩვენთვის, „სტრატგია აღმაშენებლისთვის“, ეთადერთი გზა არის მოლაპარაკებები, რითაც გვინდა, შეთანხმებებს მივაღწიოთ. დაველოდებით შემდეგ შეხვედრას. გვექნება ინდივიდალური შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან, სტუაცია ძალიან მძიმეა და ყველას მოვუწოდებთ, რომ ნუ გადავდგამთ და ნუ გავაკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომელიც უფრო ჩიხში შეგვიყვანს ამ პროცესს. მათ შორის მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ასევე თითოელ ოპოზიციის მხარეს. ამ ეტაპისთვის როგორც მე ვიცი, ყველა ოპოზიციური პარტია მზად არის მოლაპარკებისთვის. წინაპირობების დაყენება რაც გვესმის „ქართული ოცნების“ მხრიდან რაღაც ბოდიშებთან დაკავშირებით და ა.შ. ვფიქრობთ, ხელს უშლის თავიდან ბოლომდე ამ პროცესს. კიდევ ერთხელ ვამბობ, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ელჩებს, რომლებიც ასე გამძლეობით ეკიდებიან ასეთ მძიმე ვითარებას, რომელიც ქვეყანაშია. ყველას მინდა ესმოდეს, რომ მათი ფუნქცია და დანიშნლება არ არის, რომ მედიატორს როლი ასრლონ ყოვლწლიურად ოპოზიციაა და ხელისუფლებას შორის, მაგრამ იმ მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია, ჩვენც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რადგან ძალიან დიდია უნდობლობაა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ჟურნალისტის კიტხვაზე „როდის მიმართავს საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე“, ვაშაძემ განაცხადა, რომ ყველაფერს პროცედურების შესაბამისად გააკეთებენ.

„პროცედურულად როგორც არის გათვალისწინებული , ამას მივყვებით, ჯერ სიების ჩახსნაზე მივმართეთ ცესკო-ს, ახლა შემდეგი ნაბიჯია განცხადებების დაწერა“, – განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება ელჩებთან შეხვედრის საკითხს, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ელჩებთან კომუნიკაცია ინტენსიურ რეჟიმში აქვთ, ხოლო რა ფორმატში გაიმართება შეხვედრა, ამაზე ჩამოყალიბდებიან.

„კომუნიკაცია ინტენსიური გვაქვს, რა ფორმატით შევხვდებით და როგორ, ჩამოყალიბდება. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოლაპარაკების ფორმატი შევინარჩუნოთ და არც ერთ მხარეს არ მივცემ იმის საშუალებას, ჩაშალოს ეს მოლაპარაკება“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე „მაშინ, როდესაც მანდატებზე უარს ამბობთ, ცესკო-ს მიმართავთ, თუმცა მოლაპარაკებები არ დასრულებულა, თუ შეთანხმდებით, ამ დროს რას აპირებს ოპოზიცია, როდესაც უკვე მანდატებზე უარი აქვთ ნათქვამი“, ვაშაძემ განაცხადა:

„სულ უფრო და უფრო ცოტა დროა დარჩენილი შეთანხმებისთვის. ამიტომ, გარკვეული პროცედურული ვადები არის, თუ შეთანხმება შედგა, რა თქმა უნდა, პირდაპირ ვამბობ, შეიძლება ამ პროცედურული ვადების საპირისპიროდ გამოყენება, თუნდაც შევაჩეროთ ამ განცხადებების მოქმედება, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ არანაირი ძვრა „ქართული ოცნების“ პოზიციაში არ არის.

მინდა, მათ მივმართო და ვუთხრა, რომ მესმის, ყველას შეგვიძლია გავჯიუტდეთ, მაგრამ ახლა გაჯიუტება არ სჭირდება ქვეყნის კრიზისიდან დახსნას, ჩვენ ხომ მზად ვართ კომპრომისებისთვის, ასევე მზაობა უნდა იყოს კომპრომისებისთვის მათი მხრიდან, ან ყველაფერი და ან არაფერი, ეს მიიყვანს ქვეყანას კოლაფსამდე და კოლაფსში ჩავარდნილ სახელმწიფოს პირველ რიგში, ისევ ხელისფლებას მოსთხოვენ პასუხს და არა ვინმე სხვას. კრიტიკულ ზღვარზეა მისული ქვეყანა და ახლა უფრო სახელმწიფოებრივი აზროვნება მართებს ყველას. მზად ვარ, ავიღო ჩემს თავზე გარკვეული პასუხისმებლობა. როდესაც ხელისუფლებაში ხარ და მე რომ ვიყო მათ ადგილზე, გაცილებით დიდი პასუხისმგბლბა გეკისრება, რადგან შენ ხარ ვალდებული, გაუსწორო თვალი კრიზისს, რომელიც არის ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.