გიორგი ვაშაძე - ყველა მხარე უნდა ვიყოთ კომპრომისულები და პასუხი გავცეთ საზოგადოების თხოვნასაც და პოზიციასაც
გიორგი ვაშაძე - ყველა მხარე უნდა ვიყოთ კომპრომისულები და პასუხი გავცეთ საზოგადოების თხოვნასაც და პოზიციასაც

ყველა მხარე უნდა ვიყოთ კომპრომისულები და პასუხი გავცეთ საზოგადოების თხოვნასაც, პოზიციასაც, რომ შეთანხმება არის ის გზა, რომელმაც საქართველო უნდა დაიხსნას მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ სოციალური კრიზისისგან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, IRI-ის კვლევიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ის ნაწილი, სადაც საუბარია, თუ როგორ უჭირს ხალხს და რამდენად არის დამძიმებული ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა.

„ყველა მხარე უნდა ვიყოთ კომპრომისულები და პასუხი გავცეთ საზოგადოების თხოვნასაც, პოზიციასაც, რომ შეთანხმება არის ის გზა, რომელმაც საქართველო უნდა დაიხსნას მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ სოციალური კრიზისისგან. მაგრამ ამ კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ უჭირს ხალხს და კიდევ მეტად რომ არის დამძიმებული ეკონომიკური სიტუაცია, უმუშევრობა, სიღარიბე, ფასები, იმფლაცია, ეს ყველაფერი როგორ აწუხებს ადამიანებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი