გიორგი ვაშაძე - ვისაც არ უნდა ევროკავშირი, ჩაებღაუჭოს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს
გიორგი ვაშაძე - ვისაც არ უნდა ევროკავშირი, ჩაებღაუჭოს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს

ჩემთვის სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის განმტკიცება არის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება, პაპუაშვილის და ივანიშვილის ჯგუფისთვის სახელმწიფოებრიობა არის მურუსიძე და ჩინჩალაძე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ე.წ. ვეტინგის სისტემა არის ევროპული სტანდარტი.

„მე მინდა სწრაფად ევროკავშირში, რომ სიკეთე, კეთილდღეობა მოვიტანოთ ყველა ქართულ ოჯახში. მათ უნდათ კეთილდღეობა მხოლოდ მათთვის. რაც შეეხება „ვეტინგს“, ევროკავშირში გვაწევრიანებს სწრაფად. ამაზე მეტი უპირატესობა რა შეიძლება, იყოს? ბუღალტერიაში რომ არ შევიდეთ, გეუბნებით, ეს არის ევროპული სტანდარტი. ხომ გვინდა ევროკავშირი? ევროპული და ამერიკული ინვესტიციები? მათ სჭირდებათ სანდო სასამართლო. გვინდა ევროკავშირი? აგერ, ბატონო, სისტემა, რომელიც უნდა დავიწყოთ. ვისაც არ უნდა ევროკავშირი, ჩაებღაუჭოს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს, ეს არის პაპუაშვილის და ივანიშვილის გზა“, – განაცხადა ვაშაძემ.