გიორგი ვაშაძე -  უნდა ვიბრძოლოთ, რომ მოვიპოვოთ სამართლიანი მართლმსაჯულება და დავამკვიდროთ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი საქართველოში
გიორგი ვაშაძე - უნდა ვიბრძოლოთ, რომ მოვიპოვოთ სამართლიანი მართლმსაჯულება და დავამკვიდროთ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი საქართველოში

ქვეყნისთვის მართლმსაჯულება არის უზარმაზარი თავის ტკივილი. ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოდის, რადგან იმ კლანურ მართლმსაჯულებას არავინ ენდობა, რომელიც ქვეყანაშია, ამით ზიანდებიან ჩვენი მოქალაქეები და სახელმწიფოს ინტერესები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს, რომ სამართლიანი მართლმსაჯულება მოიპოვოს.

„ჩვენს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში კომპლექსური ცვლილებებია. ამ ცვლილებებს არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს არის საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე ცვლილებები, რომელიც მართლმსაჯულებაში საკმაოდ ბევრ წინსვლას მოგვიტანს. ამბობდნენ, რომ ოპოზიციას არავითარი ალტერნატივა არ წარმოუდგენია და არაფერი განსხვავებული არ შემოუთავაზებია, მაგრამ კარგად იციან ამ ცვლილებების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გააფორმეს კიდევ ერთხელ კლანური მართლმსაჯულება, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში უკან არ უნდა დავიხიოთ. უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ სამართლიანი მართლმსაჯულება და დავამკვიდროთ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი საქართველოში“, – განაცხადა ვაშაძემ.