გიორგი ვაშაძე - თუ ვინმეს სააკაშვილის განცხადებებზე პრობლემა აქვს, შეუძლია, სასამართლოს მიმართოს
გიორგი ვაშაძე - თუ ვინმეს სააკაშვილის განცხადებებზე პრობლემა აქვს, შეუძლია, სასამართლოს მიმართოს

თუ ვინმეს სააკაშვილის განცხადებებზე პრობლემა აქვს, შეუძლია, სასამართლოს მიმართოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა „არა ფობიას“ განცხადებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურ გამონათქვამს გამოეხმაურა.

„მე შინაარსს არ ვიცნობ დეტალურად. შეგიძლიათ, დაუსვათ ეს კითხვა მიხეილ სააკაშვილს, აუცილებლად გაგცემთ პასუხს. თუ ვინმეს აქვს რაიმე პრობლემა მის განცხადებასთან დაკავშირებით, არსებობს სასამართლო, რომელიც, სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ მიერ არის მართული და ძალიან ბედნიერები იქნებიან, თუ რაიმე სარჩელს ნახავენ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„არა ფობიას“ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებამ სისტემური ხასიათი მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა: „ოცნებამ“ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცა მილიონ ორასი ათასზე მეტი“.