გიორგი ვაშაძე - თითოეული ოპოზიციონერი ლიდერი ყველა შეთანხმებასა და გაცემულ პირობას უნდა გაუფრთხილდეს
გიორგი ვაშაძე - თითოეული ოპოზიციონერი ლიდერი ყველა შეთანხმებასა და გაცემულ პირობას უნდა გაუფრთხილდეს

თითოეული ოპოზიციონერი ლიდერი, თითოეული ოპოზიციური ძალა უნდა გაუფრთხილდეს ყველა შეთანხმებასა და გაცემულ პირობას. სიტყვის ერთგულება და შეთანხმების ერთგულება არის პრინციპი, რომელიც უნდა დაედოს საფუძვლად მომავალში კოალიციურ მმართველობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ისანში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მაჟოროტარობის კანდიდატის შესაძლო დაყენების საკითხს, ვაშაძე ამბობს, რომ იმედი აქვს, რაციონალური აზრი გაიმარჯვებს და შეთანხმების, სიტყვის ერთგულება გადამწყვეტი იქნება.

„პირდაპირ გეტყვით, ჩემი აზრით, თითოეული ოპოზიციონერი ლიდერი, თითოეული ოპოზიციური ძალა უნდა გაუფრთხილდეს ყველა შეთანხმებას და გაცემულ პირობას. სიტყვის ერთგულება და შეთანხმების ერთგულება არის პრინციპი, რომელიც უნდა დაედოს საფუძვლად მომავალში კოალიციურ მმართველობას. თუ ვინმე ამას დაარღვევს, ძალიან ცუდი იქნება. იმედი მაქვს, არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც რომელიმე სხვა პოლიტიკური ძალა არ დაარღვევს შეთანხმებას, რადგან, ეს პირველ რიგში, მათთვის იქნება ცუდი. სიტყვის გამტეხი პოლიტიკური ძალა, დამერწმუნეთ, არავის სჭირდება. პოლიტიკური შეცდომა ვინ რა დაუშვა, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს. ბოლშევიზმში არ ვცხოვრობთ, რომ სხვა პარტიებმა სხვას მიუთითოს, ვინ რა შეცდომა დაუშვა.

რაც შეეხება ისანს, იმედი მაქვს და ვფიქრობ, ეს საუბრებიც კი დამაზიანებელი იყო. რაციონალური აზრი გაიმარჯვებს და შეთანხმების ერთგულება, სიტყვის ერთგულება იქნება გადამწყვეტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.