გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე პოლიციური რეჟიმის ჩამოყალიბებაში ადანაშაულებს
გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანს  უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე პოლიციური რეჟიმის ჩამოყალიბებაში ადანაშაულებს

პოლიტიკური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ ლიდერი იუსტიცის მინისტრს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე პოლიციური რეჟიმის ჩამოყალიბებაში ადანაშაულებს.

გიორგი ვაშაძის თქმით, კომისიის სხდომაზე მისულ სუბიექტებს თეა წულუკიანმა დაცვის წევრები დაახვედრა, რომელიც მათ მობილური ტელეფონების შეტანის საშუალებას არ აძლევდა.

როგორც ვაშაძე აცხადებს, სხდომაზე ტელეფონები მაინც აღმოჩნდა, თუმცა ისინი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ჰქონდა.

გიორგი ვაშაძე კომისიის სხდომაზე მედიის წარმომადგენლების არდაშვების საკითხიც გააპროტესტა და ფიქრობს, რომ უწყებათაშორისი კომისიის სხდომა პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი კანონდამრღვევი თავად წულუკიანია, თუმცა მისი ქმედებების მიუხედავად ოპოზიცია არ აპირებს უწყებათაშორისი კომისიის სხდომებზე დასწრებაზე უარი თქვას.

ვაშაძის თქმით, ისინი არ მისცემენ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას.

უწყებათაშორისი კომისიის წევრებს სხდომაზე მობილური ტელეფონის გამოყენება აეკრძალათ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მათ გუშინ შეიტყვეს, როდესაც უსაფრთხოების კონტროლის გავლისას ტელეფონები დაატოვებინეს.

დატოვე კომენტარი