გიორგი ვაშაძე - ტალახის სროლა არ არის გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ
გიორგი ვაშაძე - ტალახის სროლა არ არის გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ

ტალახის სროლა არ არის გზა, რომლითაც ჩვენ უნდა ვიაროთ, მორჩა და გათავდა, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაც შეეხება გიორგი ბარამიძის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კომენტირებას არ აპირებს.

„არ ვაპირებ ამ საკითხზე კომენტარების გაკეთებას, რადგან ერთიანობა გაცილებით მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჯობია, სხვა საკითხებზე ვისაუბროთ. არ ვაპირებ განა იმიტომ, რომ პასუხი არ მაქვს, არამედ ვთვლი, რომ ამ საკითხზე საუბარს აზრი არ აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებაზე, რომ გიორგი ვაშაძე თავად ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი იქნებოდა, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ახლა მსგავსი განცხადებები ერთიანობას არღვევს.

„არ ვაპირებ, ვუპასუხო. ახლა ერთიანობას არღვევს მსგავსი განცხადებები. ტალახის სროლა არ არის გზა, რომლითაც ჩვენ უნდა ვიაროთ. მორჩა და გათავდა“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილს რა პოზიცია აქვს მის პრემიერობაზე, ბარამიძემ აღნიშნა, რომ ახლა ეს საკითხი არ დგას.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს საკითხი არ დგას. დადგება დრო და მერე ვიმსჯელებთ ამაზე. ყველას შეუძლია, განიხილოს და დააფიქსიროს პოზიცია. ერთიან ჭრილში დავსხდებით და მივიღეთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.