გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელს“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის თავისი გზა აქვს, გვეყოლება ღირსეული კანდიდატები, გეგმების შესახებ ერთ კვირაში გაიგებ
გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელს“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის თავისი გზა აქვს, გვეყოლება ღირსეული კანდიდატები, გეგმების შესახებ ერთ კვირაში გაიგებ

„სტრატეგია აღმაშენებელს“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის თავისი გზა აქვს, ჩვენ გვეყოლება ჩვენი ღირსეულ კანდიდატები, როგორც მაჟორიტარულ ოლქებში, ასევე პროპორციულ სიაში, – ამის შესახებ ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გეგმებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ერთ კვირაში გახდება ცნობილი. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ბრძოლა რიგგარეშე არჩევნებისთვის.

„ჩვენთვის ყველაზე მთავარია, 43 პროცენტი არ ავაღებინოთ „ქართულ ოცნებას“. ამიტომ, გარკვეულ პარტიებთან გვექნება თანამშრომლობა, მაგრამ არა იმ ჯგუფებთან, რომელიც დღეს წარადგენს კანდიდატებს. რასაც ვგეგმავთ, ერთ კვირაში გაიგებთ. აბსურდია ვილაპარაკოთ, რომ ახლა მერობის არჩევნებია ჩვენთვის მთავარი ამოცანა, ჩვენთვის მთავარი ამოცანაა პროპორციული არჩევნები. 43 პროცენტი კახა კალაძის, ნიკა მელიასა და სხვების ხმებიდან კი არ ითვლება, პროპორციული ხმებიდან ითვლება. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ბევრი დამოუკიდებელი კამპანია, რომ მაქსიმალურად არ დაიკარგოს ოპოზიციური ხმები. თუ ყველა ოპოზიციურ ხმას დავაჯამებთ ერთი ნომრის ქვეშ, ასეთ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ნამდვილად გაიმარჯვებს და 43-პროცენტიან ბარიერს გადალახავს ისევე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ერთიანი ბრძოლა რიგგარეშე არჩევნებისთვის, თუ სხვებს სხვა ამოცანები გაუჩნდათ ამ პროცესში, გაგვაგებინონ.

ჩემთვის ამოცანა არ შეცვლილა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მეტი პროპორციული ხმა, რაც უფრო  დავჯგუფდებით ყველა ერთად მერობის კანდიდატის გარშემო, მით ნაკლებ პროპორციულ ხმას წამოვიღებთ ოპოზიციურ ფლანგზე. შესაბამისად, აღარ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ოპოზიციური ელექტორატისთვის აქვს მსუსხავი ეფექტი. უნდა გვესმოდეს, რომ გასულ არჩევნებში თბილისში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 22 პროცენტი აიღო, ხოლო ყველა სხვა დანარჩენმა – 35 პროცენტი. ბევრია ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, მაგრამ არასდროს მხარს არ დაუჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.