გიორგი ვაშაძე - შესაძლოა, დაგვჭირდეს მშვიდობიანი პროტესტი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომლითაც უნდა მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს
გიორგი ვაშაძე - შესაძლოა, დაგვჭირდეს მშვიდობიანი პროტესტი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომლითაც უნდა მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება მოქალაქეების მხრიდან მაქსიმალური აქტივობა.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს.

„მთავარი არის კვლევა, რომელიც იქნება 2 ოქტომბერს. არჩევნებზე უნდა მივიდეთ, დიახ, ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ ხელისუფლების ცვლილებას მაქსიმალური აქტივობა სჭირდება ჩვენი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. ჩვენ, „მესამე ძალა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რა თქმა უნდა, 43-პროცენტი ვერ აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, მშვიდობიანად, წყნარად დავასრულოთ ქვეყნის დაპირისპირება, დავიწყოთ ცვლილებები.

გახსოვთ, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და სხვა პოლიტიკურმა ძალებმა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, 19 აპრილს  ვაიძულეთ „ქართული ოცნება“, მოეწერა ხელი შარლ მიშელის შეთანხმებისთვის. დღეს ჩვენი დასავლელი მეგობრები პირდაპირ ვამბობ, ელოდებიან ქართველი ხალხის ხმას ამ არჩევნებზე.

სრული მხარდაჭერა გვექნება ამერიკის და ევროპის, რადგან ქართველი ხალხის ნება არის ეს და დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. „ქართულ ოცნებას“ ძალიან აინტერესებს და ადარდებს დასავლეთის აზრი, დამიჯერეთ, ძალიან ნერვიულობს ყველა პრობლემაზე, რაც აქვს. აქედან გამომდინარე, მშვიდობიანი პროტესტი შეიძლება, დაგვჭირდეს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომლითაც უნდა მივაღწიოთ არჩევნებს. მაგრამ მთავარი და გადამწყვეტია, მივიდეთ არჩევნებზე და ჩავაბაროთ წარსული წარსულს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.