გიორგი ვაშაძე - საქართველო ივლის აღმშენებლობის გზით
გიორგი ვაშაძე - საქართველო ივლის აღმშენებლობის გზით

საქართველო ივლის აღმშენებლობის გზით, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ესწრება.

„დღევანდელი დღე არის იმის კარგი მაგალითი, რომ თავისუფლება, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. ასე გავიმარჯვებთ ჩვენ აუცილებლად იმ რეჟიმზე, რომელიც ემსახურება რუსულ ინტერესებს დღეს საქართველოში. ეს დაბიჯებული ფეხი პუტინზე, არის ის, რომ ქართველ ხალხს აქვს ღირსება და ის, რაც მოაწყვეს აქ ერთი წლის წინ, ვერასდროს ვერ გაგვაჩერებს და ვერ შეგვაშინებს. საქართველო ივლის აღმშენებლობის გზით. 31 ოქტომბერს საბოლოო განაჩენს გამოვუტანთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

20 ივნისის აქციიდან ერთი წლის შემდეგ პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია იმართება „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“.

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად სტიკერებია დაკრული. აქციაზე მისული პირები სწორედ მონიშნულ ადგილებზე არიან განლაგებულები. ასფალტზე დაკრულ სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია. აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიები.

აქციის მიმდინარეობა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.