გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილმა იმიტომ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ჩრდილოელ სამეზობლოში გაეგონათ და მათგან აპლოდისმენტები მოესმინა
გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილმა იმიტომ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ჩრდილოელ სამეზობლოში გაეგონათ და მათგან აპლოდისმენტები მოესმინა

​„ქართული ოცნების“ ყველა განცხადებას ტაშს უკრავს რუსეთი და აკრიტიკებს დასავლეთი, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის კომენტარის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე სერგეი გავრილოვის ასეთი კომენტარი მოსალოდნელი იყო.

„სალომე ზურაბიშვილმა ამიტომ გააკეთა ეს განცხადება, რომ ჩვენს ჩრდილოელ სამეზობლოში არსებულ პოლიტიკოსებს გაეგონათ და მათგან აპლოდისმენტები მოესმინა. ძალიან სამწუხაროა, რომ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ტაშს უკრავს რუსეთი, რუსი დეპუტატები და პოლიტიკოსები; და მეორე, გვყავს პრეზიდენტი, რომელიც, როგორც წესი, უარყოფს დასავლურ ინტეგრაციას და დასავლურ მიმართულებას. „ქართული ოცნების“ ყველა განცხადებას ტაშს უკრავს რუსეთი, „ქართული ოცნების“ ყველა მოქმედებას აკრიტიკებს დასავლეთი – აი, ეს არის „ქართული ოცნება“. ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ წელს არჩევნებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.