გიორგი ვაშაძე - საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ, თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების შესრულება დაიწყება
გიორგი ვაშაძე - საკონსტიტუციო განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ, თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების შესრულება დაიწყება

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ, თუ კი პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულება დაიწყება.

ვაშაძის თქმით, შეთანხმების მეორე მხარე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს.

„ჩვენ საკონსტიტუციო განხილვებში მივიღებთ მონაწილეობას, თუ შეთანხმების მეორე ნაწილის შესრულება დაიწყება, ეს არის პატიმრების გათავისუფლება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ შეთანხმებას ორი მხარე აქვს – საარჩევნო სისტემა და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაციისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჩვენს შორის ეს შეთანხმება რომ არის, აბსოლუტურად ყველამ იცის“ ,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.