გიორგი ვაშაძე - საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა იწყება და ნახავთ, რომ გაცილებით მეტნი ვიქნებით შემდეგ შეკრებაზე
საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა იწყება და ნახავთ, რომ გაცილებით მეტნი ვიქნებით შემდეგ შეკრებაზე, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო იმსახურებს უკეთესს.
„საქართველო იმსახურებს უკეთესს. საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა იწყება და თქვენ ნახავთ, რომ გაცილებით მეტნი ვიქნებით შემდეგ შეკრებაზე. გაუმარჯოს საქართველოს, რა თქმა უნდა, წამალი ბავშვებს. არის პეტიცია, რომელსაც სტუდენტები მაგრად ამუშავებენ. გთხოვთ, პირდაპირ ეთერში ვინც გვიყურებთ, ყველამ მოაწეროთ ხელი პეტიციას. გვერდით დგომა პატიმრებს, ბავშვებს, ყველა ქართველს, ვისაც ეს სჭირდება. დამოუკიდებელ, ერთიან, ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.