გიორგი ვაშაძე - საარჩევნო კოდექსში 35-40 ფუნდამენტური ცვლილება გვაქვს მომზადებული, რომლის მთავარი მიზანია, საარჩევნო გარემო იყოს სანდო
გიორგი ვაშაძე - საარჩევნო კოდექსში 35-40 ფუნდამენტური ცვლილება გვაქვს მომზადებული, რომლის მთავარი მიზანია, საარჩევნო გარემო იყოს სანდო

ადამიანი არჩევნებზე რომ მიდის, არ უნდა ეშინოდეს, ვინმე მის ხმას მოიპარავს, – ამის შესახებ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე ცვლილება წარდგენილ კანონპროექტში უკვე ასახულია.

„35-40 ფუნდამენტური ცვლილება გვაქვს მომზადებული, რომლის მთავარი მიზანია, საარჩევნო გარემო იყოს სანდო. რაღაცები ამ წინადადებებიდან ინიცირებულ პროექტში ასახულია, მაგრამ ბევრი ცვლილებაა შესატანი. მაგალითად, საუბნოს დონეზე კომისიის წევრები საერთოდ აღარ იყო გათვალისწინებული. გარმონისებრი ბიულეტენია, რომელსაც შტრიხკოდი აქვს და კონტროლდება ვინმემ გარეთ არ გაიტანოს კარუსელისთვის. ესტონელებს ისე მოეწონათ თურმე, უკვე წაუღიათ და შეიძლება დაგვასწრონ გამოყენება. ჩვენ ასეთი ტექნოლოგიური სიახლეები გვაქვს, ჩათვალეთ, საარჩევნო პროცედურები მთლიანად იცვლება“, – განაცხადა ვაშაძემ.