გიორგი ვაშაძე - საარჩევნო კოალიციებში მონაწილეობას არსად ვიღებთ, ვფიქრობთ, დამოუკიდებელი პოზიციონირება უნდა გვქონდეს, რათა დაპირისპირების მოჯადოებული წრე გავარღვიოთ
გიორგი ვაშაძე - საარჩევნო კოალიციებში მონაწილეობას არსად ვიღებთ, ვფიქრობთ, დამოუკიდებელი პოზიციონირება უნდა გვქონდეს, რათა დაპირისპირების მოჯადოებული წრე გავარღვიოთ

არჩევნების შემდეგ მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ საარჩევნო კოალიციებში მონაწილეობას არსად ვიღებთ, – ამის შესახებ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ „დამოუკიდებელი პოზიციონირებაა საჭირო, რათა დაპირისპირების წრე გაარღვიონ“.

„თუმცა ჩვენი კომისიის წევრები, საარჩევნო შტაბები ორ ამოცანას ემსახურება – რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, მეორე ტურზე და ყველა ხმა იყოს დაცული. ვფიქრობთ, დამოუკიდებელი პოზიციონირება უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ დაპირისპირების მოჯადოებული წრე გავარღვიოთ. არჩევნებზე მისვლას ყველას მოვუწოდებთ და მეორე ტურში მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ კანდიდატებს.

დატოვე კომენტარი