გიორგი ვაშაძე - საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით 500-მდე განაცხადია შემოსული 
გიორგი ვაშაძე - საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით 500-მდე განაცხადია შემოსული 

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით 500-მდე განაცხადია შესული.

„უკვე შემოსულია 500-მდე განაცხადი, საიდანაც 381 გამოქვეყნებულია. თითოეულ დარღვევაზე ფოტო, აუდიომასალა, დარღვევის შინაარსია ასახულია. საგანგაშოა, რომ ქობულეთის 32-ე უბანზე ორი ხუთი ნომერია ბიულეტენზე, დაფიქსირებულია ავტომანქანებიდან ამომრჩევლის მოსყიდვა, საარჩევნო უბნებზე მასიურად გამოკრულია „ქართული ოცნების“ პლაკატები, რაც არის დარღვევა”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, მარნეულში 58-ე უბანზე დეპუტატი ქარიმოვი ფიზიკურად გაუსწორდა გაერთიანებული წარმომადგენელს.

„გვიან გაიხსნა ახალქალაქში რამდენიმე უბანი. ფოთის მეორე უბანზე წილისყრის გარეშე გადანაწილდა ფუნქციები, ახალქალაქის რამდენიმე უბანზე დილით ელექტროენერგია არ იყო”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.