გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნება“ აგონიურ ნაბიჯებს დგამს

13:55, 09.11.2018

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება საარჩევნოდ ხმების მოსაპოვებლად კრიმინალებთან არის გარიგებული.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამარცხებული „ქართული ოცნება“ აგონიურ ნაბიჯებს დგამს.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პირდაპირ შეთანხმება გააფორმეს კრიმინალურ ავტორიტეტებთან, ქურდებთან. რა არის შეთანხმების საგანი? მათი მხრიდან არჩევნებში დახმარება, ხოლო სანაცვლოდ ციხეებიდან მათი ხალხის გამოშვება, მათთვის ქურდული და სხვა ტიპის კრიმინალური საქმიანობისთვის პირდაპირი შესაძლებლობების შექმნა. ამაში პირდაპირ ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩვენ ყველა ფაქტს გამოვავლენთ და არ მივცემთ არავის შესაძლებლობას, დააშინოს ჩვენი ამომრჩეველი. მშვიდობიანად, წყნარად გადავირჩვეთ ამ კრიმინალებთან შეკრულ ხელისუფლებას, რომელიც დღეს არის საქართველოში. პირდაპირ ეუბნებიან, გამოვუშვებთ ხალხს ციხიდან, შეგიძლიათ „ობშიაკები“ შეკრიბოთ, შეგიძლიათ „აკაჩაოთ“ ხალხი, რაც გინდათ გააკეთეთ, ოღონდ არჩევნებში ხმების რამენაირად მობილიზება გააკეთონ. ფაქტობრივად გარეთ გამოეყარა კრიმინალების ბანდა, ყველაფერ ამაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სათანადო პასუხს მიიღებენ”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი