გიორგი ვაშაძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა პირდაპირი საბოტაჟია, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ასცდეს ევროინტეგრაციის გზას
გიორგი ვაშაძე - პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა პირდაპირი საბოტაჟია, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ასცდეს ევროინტეგრაციის გზას

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა პირდაპირი საბოტაჟია, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის გზას.

„რაც არ უნდა მიზეზები ვეძიოთ, ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ვისაც უნდა საქართველოს ევროინტეგრაცია, მიზეზს ვერ ამოვხსნით. ცალსახაა, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. ეს არის პირდაპირი საბოტაჟი, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ასცდეს ევროინტეგრაციის გზას, პირისპირ დარჩეს რუსეთთან, რათა ჩვენი სუვერენიტეტის ჩაბარება მოხდეს რუსეთისთვის. ეს არის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მთელი შინაარსი. თვითონაც კარგად იციან, რომ იმოიჩმენტი არ გავა, თავიდანვე აღიარეს, რომ რა პროცესიც დაიწყეს, თავიდან ბოლომდე „ფეიკია“. ეს ყველაფერი ევროკავშირში ინტეგრაციის საბოტაჟისთვის არის შეთხზული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.