გიორგი ვაშაძე - ოპოზიციას აქვს არჩეული არაძალადობრივი პროტესტის ფორმა, „ფეისბუკზე“ ვინ რას დაწერს, არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე
გიორგი ვაშაძე - ოპოზიციას აქვს არჩეული არაძალადობრივი პროტესტის ფორმა, „ფეისბუკზე“ ვინ რას დაწერს, არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე

„ფეისბუკზე“ ვინ რას დაწერს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, აქ მე ვერანაირ სისხლის სამართლებრივ და რაიმე ქმედების შინაარსს ვერ ვხედავ, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, დამხობასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ფეისბუქსტატუსზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციას აქვს არჩეული მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის ფორმა, რომელიც გამარჯვებამდე მიიყვანს.

„ხვალ ქუთაისში მშვიდობიანი მსვლელობა იგეგმება, არაძალადობრივი, ისევე როგორც ვაკეთებთ ყველგან. რაც შეეხება ხელისუფლებას, სამწუხაროდ, ყოველთვის არაადეკვატური ქმედებებია, ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი შენობა საჯარო მოხელეებმა მათ შორის, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, „ქართული ოცნების“ მითითებით, საღებავებით შეღებეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. პოლიცია ამაზე არაფერს არ აკეთებს და აკავებს მშვიდობიან პროტესტანტებს. ხვალ თუ ექნებათ კონტრაქცია, ეს კიდევ ერთხელ მათ უსუსურობასა და მარგილობას გაუსვამს ხაზს“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.