გიორგი ვაშაძე - ნებისმიერ არჩევანს, რასაც გააკეთებენ ოპოზიციური პარტიები, პატივი უნდა ვცეთ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არანაირ განხილვაში არ არის ჩართული
გიორგი ვაშაძე - ნებისმიერ არჩევანს, რასაც გააკეთებენ ოპოზიციური პარტიები, პატივი უნდა ვცეთ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არანაირ განხილვაში არ არის ჩართული

ნებისმიერ არჩევანს, რასაც გააკეთებენ ოპოზიციური პარტიები, პატივი უნდა ვცეთ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არანაირ განხილვაში არ არის ჩართული, – ამის შესახებ „სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც არ გამორიცხა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარლამენტის ბოიკოტი და შემდეგ მისი დატოვება.

ვაშაძის თქმით, ყველა პარტიას, ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს თავისი ხედვა და გზა.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ ჩვენი ხედვა და გზა გვაქვს, რომლითაც ჩვენს ევროპელ, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და პირველ რიგში, ქართველ ხალხთან ვსაუბრობთ. ნებისმიერი არჩევანი, რასაც გააკეთებს ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ, ისევე როგორც მათ უნდა სცენ პატივი ნებისმიერ განსხვავებულ არჩევანს. არანაირ განხილვაში არ ვართ ჩართული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.