გიორგი ვაშაძე - ნათქვამია, განგება ვინმეს ჩამოშორებას რომ გადაწყვეტს, ჯერ ჭკუას გამოაცლისო, არ მინდა, ეს გამოთქმა გამართლდეს ზოგიერთი ჩემი პარტნიორის მიმართ
ნათქვამია, განგება ვინმეს ჩამოშორებას რომ გადაწყვეტს, ჯერ ჭკუას გამოაცლისო, არ მინდა, ეს გამოთქმა გამართლდეს ზოგიერთი ჩემი პარტნიორის მიმართ, – წერს სოციალურ ქსელში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
„როცა დიდი საქმეების კეთებაზე გვაქვს ამბიცია, უნდა გვესმოდეს, საერთო ოპოზიციური კანდიდატები, საერთო ოპოზიციური კოორდინაცია საერთო გამარჯვებისთვის გვჭირდება და თუ ვინმე ამ შეთანხმებას ერთი მანდატით მეტის მიღების ცდუნების გამო არ უფრთხილდება, ეს ნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, ამ რვა წელმა ვერაფერი გვასწავლა.
ნათქვამია, განგება ვინმეს ჩამოშორებას რომ გადაწყვეტს, ჯერ ჭკუას გამოაცლისო, გულწრფელად არ მინდა, ეს გამოთქმა გამართლდეს ზოგიერთი ჩემი კოლეგისა და პარტნიორის მიმართ.
და ბოლოს, მინდა იცოდეს ყველამ, სადაც გიორგი ვაშაძეა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდია, იქ ვერასდროს ნახავთ, რამე ვთქვით და არ შევასრულეთ. სიტყვის კაცობა ცხოვრების უპირველესი პრინციპია ჩვენთვის! მე და ჩემი გუნდი საერთო გამარჯვებისთვის ვიბრძვით! თქვენ ვისთვის და რისთვის?“, – წერს „ფეისბუქში“ გიორგი ვაშაძე.