გიორგი ვაშაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო და არის მიხეილ სააკაშვილი
გიორგი ვაშაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო და არის მიხეილ სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო და არის მიშა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძეს კითხვა დაუსვეს გიგი უგულავას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი აქ არ იყო“.

„„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი მიხეილ სააკაშვილია. ამას ყველა ხედავს. „ნაცმოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბევრი მოტორი ჰყავს. ხედავთ, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად მთლიანად შევცვალეთ კურსი და პოლიტიკაში ხალხი დავაბრუნეთ, მათ შორის ის საკითხები, რაც ხალხს აწუხებს. დღეს ისე, როგორც არასდროს, ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, ცვლილებების დრო მოვიდა. „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, მთავარი მოთამაშე ვიქნებით ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ საქართველო წინ იყოს. პირდაპირ გეუბნებით, მთავარი მოტორი იყო და არის მიშა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.