გიორგი ვაშაძე - მთლად ბუნებრივ ბარიერს „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ვემხრობით, გარკვეული საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს
გიორგი ვაშაძე - მთლად ბუნებრივ ბარიერს „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ვემხრობით, გარკვეული საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს

შეთანხმება თუ არ შედგა, ცალკე აღებულად არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, რადგან შეთანხმება პრინციპულია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბუნებრივ ბარიერს არ ემხრობა, თუმცა ემხრობა ბარიერის დაწევას სამ ან ორ პრიცენტამდე.

„პირველ რიგში, ჩვენ რა თქმა უნდა, ვემხრობით ბარიერის დაწევას, 3%-ზე, 2%-ზე, შეიძლება. ამაზე გვქონდა კიდეც საუბარი მოლაპარაკებებზე.

მთლად ბუნებრივ ბარიერს „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ვემხრობით. ვფიქრობთ, რომ გარკვეული ბარიერი უნდა იყოს, 2% ან 3% პროცენტი, ასეთი ბარიერი აუცილებელად უნდა იყოს.

მეორე – თუ შეთანხმება არ შედგა, ცალკე აღებულად არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, რადგან შეთანხმება პრინციპულია, არა ბარიერთან მიმართებაში მხოლოდ და მხოლოდ და კიდევ რამდენი სხვა პარტია მოხვდება პარლამენტში, არამედ ფუნდამენტურად გასასწორებელია არჩევნები, როგორც დემოკრატიის მთავარი მექანიზმი ქვეყანაში“, – განაცხადა ვაშაძემ.