გიორგი ვაშაძე - მივესალმები ზურაბიშვილის განცხადებას, ვიმედოვნებ, შეთანხმება გაფორმდება და რურუას თავისუფალს ვიხილავთ
გიორგი ვაშაძე - მივესალმები ზურაბიშვილის განცხადებას, ვიმედოვნებ, შეთანხმება გაფორმდება და რურუას თავისუფალს ვიხილავთ

მივესალმები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. ახლა ის მომენტია, როცა ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რათა რაღაც თანხმობისკენ მივიდეთ და ეს ახალი პოლიტიკური კულტურა ვუჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე იმედოვნებს, რომ შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგება და ასევე გათავისუფლდება გიორგი რურუა. როგორც ვაშაძე ამბობს, ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს.

ამასთან, გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ასევე მალე გათავისუფლდება ნიკა მელია.

„მართლაც საოცარი შრომა გაწიეს ამ ექვსი თვის განმავლობაში. ასე რომ, იმედი მაქვს, შეთანხმება მალე გაფორმდება და მალე ვიხილავთ გიორგი რურუას თავისუფალს, ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. რაც შეეხება ნიკა მელიას, დარწმუნებული ვარ, მალე ვიხილავთ ნიკა მელიას თავისუფალს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მედიატორები გამოაცხადებენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა.