გიორგი ვაშაძე - მივესალმები ნებისმიერ აქციას, ნებისმიერ ინიციტივას, რომელიც გამოაფხიზლებს ქართველ ხალხს, ამ ვითარებაში მიიპყრობს დასავლეთის ყურადღებას
გიორგი ვაშაძე - მივესალმები ნებისმიერ აქციას, ნებისმიერ ინიციტივას, რომელიც გამოაფხიზლებს ქართველ ხალხს, ამ ვითარებაში მიიპყრობს დასავლეთის ყურადღებას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიესალმება ნებისმიერ აქციას და ნებისმიერ ინიციტივას, რომელიც გამოაფხიზლებს ქართველ ხალხს და მიიპყრობს დასავლეთის ყურადღებას.

გიორგი ვაშაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„ვფიქრობ, ყველა აქციის ლიდერი არის ქართველი ხალხი, რომელსაც აქვს მკაფიო არჩევანი ევროპისკენ. ჩვენ ღიად და დაუფარავად ვებრძვით რუსულ მარიონეტულ რეჟიმს, რომელიც მხარეს ირჩევს რუსეთისკენ და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინაღმდეგ აკეთებს განცხადებებს. მოვუსმინოთ, როგორ განცხადებებს აკეთებს კობახიძე, რას ამბობს ღარიბაშვილი, როგორ ეწინააღმდეგებიან ყველაფერ იმას, რასთანაც ჩვენი ღირსება ასოცირდება. ამიტომ მივესალმები ნებისმიერ აქციას, ნებისმიერ ინიციტივას, რომელიც გამოაფხიზლებს ქართველ ხალხს, რომელიც დასავლეთის ყურადღებას მიიპყრობს ამ ვითარებაში. ყველა აქციას აქვს კონკრეტული შედეგი, რომ მივაპყროთ ყურაღება მთელი საზოგადოების და დასავლეთის“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.