გიორგი ვაშაძე - მინდა, დავამშვიდო ხალხი, რომ ძირითადი პარტიები მზად ვართ თანამშრომლობისთვის
გიორგი ვაშაძე - მინდა, დავამშვიდო ხალხი, რომ ძირითადი პარტიები მზად ვართ თანამშრომლობისთვის

ვიცი, რომ ყველა ძირითადი პარტია მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციურ თანამშრომლობაში, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა შანსი, რომ სხვა პარტიებიც „ლელოსა“ და ნინო ბურჯანაძის გუნდის გზას დაადგნენ და დამოუკიდებლად დააყენონ მაჟორიტარები, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ძირითადი პარტიები მზად არიან თანამშრომლობისთვის.

„ჩემი განცხადება გათვლილია საზოგადოებისთვის, რათა დავამშვიდო ხალხი, რომ ძირითადი პარტიები მზად ვართ თანამშრომლობისთვის. რაც შეეხება „ლელოს“, დიახ, თავიდანვე ჰქონდათ ეს პოზიცია. ჩემი აზრით, თუ მათ საარჩევნო სტრატეგიისთვის, როგორც ახალ პოლიტიკურ ჯგუფს, მცდელობა აქვთ, მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ მაჟორიტარი კანდიდატებით, არ მგონია, ეს იყოს სწორი სტრატეგია ამ ახალ საარჩევნო სისტემაში, რასაც ჩვენ ველოდებით, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. მე აქაც ვერ ვხედავ პრობლემას, მაგრამ ასევე ვამბობ, რომ სხვა ძირითადმა პარტიებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა და ვიცი, რომ ყველა მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციურ თანამშრომლობაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.