გიორგი ვაშაძე -  კითხვაზე პასუხი როცა არ გაქვს, გადადიხარ აგრესიულ ქმედებაზე, ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი
გიორგი ვაშაძე - კითხვაზე პასუხი როცა არ გაქვს, გადადიხარ აგრესიულ ქმედებაზე, ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი

კითხვაზე პასუხი როცა არ აქვს, გადადიხარ აგრესიულ ქმედებაზე, ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებზე საჯაროდ ძალადობა მიუღებელია.

„ფაქტი არის ამაზრზენი, ამორალური და ყოველგვარ ნორმასა და პრინციპს გადასული. არ ვიცი, რომელ ქვეყანას უნდა შევადაროთ მინისტრის მხრიდან ასეთი ქმედება საჯარო სივრცეში, მსგავსი არსად მინახავს. როცა კითხვაზე პასუხი არ აქვს, შემდეგ გადადიხარ აგრესიულ ქმედებაზე. ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი. ვისაც პროტესტის გამოხატვა უნდა, 4 500 ლარამდე გაუზარდათ ჯარიმა „ქართულმა ოცნებამ“, ხოლო თვითონ პირდაპირ ეთერში ძალადობენ ჟურნალისტებზე და ამბობენ პოლიციელის მუნდირზე ვზრუნავთო. როცა ჯარიმას ზრდიან, რაზე ზრუნავენ, როცა ჟურნალისტებზე ძალადობენ? – 4 500-ლარიანი ჯარიმა პროტესტში მონაწილეებისთვის, თავად კი, ასე საჯაროდ პირდაპირ ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე. წულუკიანმა პოლიციასთან მიმართებაში თქვა ვიღაცები მოიყვანესო, ამისთვის 4 500-ლარიანი ჯარიმა უნდა გამოუწეროს ახლა სასამართლომ წულუკიანს. ახლა გომელაურმა პოლიციელის მუნდირი უნდა დაიცვას და მას გამოუწეროს 4 500-ლარიანი ჯარიმა, ან მოითხოვოს სასამართლოში 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.