გიორგი ვაშაძე - ხელისუფლების რიტორიკა შეიცვალა, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ
გიორგი ვაშაძე - ხელისუფლების რიტორიკა შეიცვალა, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ

ხელისუფლების რიტორიკა შეიცვალა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენმა სწორმა სტრატეგია თავისი შედეგები გამოიღო, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიცია გამართავს დისკუსიას და ჩამოაყალიბებს თავის პოზიციას.

„გუშინ მოვისმინე საჯარო დისკუსიაში, რომ 120/30-საც იხილავს უკვე ხელისუფლება. ჩვენ გვექნება ოპოზიციის ფლანგზე დისკუსია. ღიად ვიტყვი, რომ 125/25-ზე იყო ის ფორმულა, რაზეც ოპოზიცია იყო შეთანხმებული, რომ მაქსიმალურად ითვალისწინებს პროპორციულ მისწრაფებას. ახლა მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამ საკითხებზე. აქ არის პოლიტიკური დევნის კომპონენტიც და საბოლოო ჯამში ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას. მნიშვნელოვანია, რომ მივიდეთ რაიმე ტიპის შეთანხმებამდე. ოპოზიციას საერთაშორისო საზოგადოებისგან მხარდაჭერა იმიტომ აქვს, რომ ჩვენ ვართ კონსტრუქციულები და არა დესტრუქციულები როგორც აქამდე იყო „ქართული ოცნება“. ჩვენმა საერთო ძალისხმევამ და მათ შორის, თქვენმაც, ტელევიზიების ძალისხმევამ, მოქალაქეების ჩართულობამ ამ პროცესში თავის შედეგები გამოიღო. ძალა ერთობაშია და ერთიანი ძალებით ყველაფერს შევძლებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.