გიორგი ვაშაძე - გილოცავთ შობის დღესასწაულს, რომელიც მთლიანად საქართველოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის არის განსაკუთრებული 
გიორგი ვაშაძე - გილოცავთ შობის დღესასწაულს, რომელიც მთლიანად საქართველოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის არის განსაკუთრებული 

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც მთლიანად საქართველოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის არის განსაკუთრებული დღესასწაული, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სამების საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა. ვაშაძე საშობაო ლიტურგიას ესწრება.

„ვულოცავ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, ყველა ოჯახს. ერთი რამ არის, რომ ქვეყანა არის მართლაც საოცარი პოტენციალის მქონე და დღევანდელ დღეს ვისურვოთ ის, რომ ამ პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა გვქონდეს 2020 წელს. დადგა დრო, რომ მშენებლობის პროცესი დაიწყოს ქვეყანაში, ამისთვის კი ყველა უნდა გავერთიანდეთ. როგორც ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის, პირველ რიგში, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ეს არის ქრისტიანული სარწმუნოება.

ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის სიტყვები, რაც დღეს პატრიარქმა ეპისტოლეში თქვა. რაც მთავარია, დადგა დრო, რომ დავიწყოთ ჩვენი წვლილის შეტანა ქვეყნის განვითარებაში, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელ დღეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი