გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის მხრიდან შეფასებებს კიდევ ერთხელ, უფრო ცალსახად და მკაფიოდ მოვისმენთ 8 მარტის შეთანხმების შესრულების საკითხებზე, იმ მძიმე ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია
გიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტის მხრიდან შეფასებებს კიდევ ერთხელ, უფრო ცალსახად და მკაფიოდ მოვისმენთ 8 მარტის შეთანხმების შესრულების საკითხებზე, იმ მძიმე ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია

ევროპარლამენტის მხრიდან შეფასებებს კიდევ ერთხელ, უფრო ცალსახად და მკაფიოდ მოვისმენთ 8 მარტის შეთანხმების შესრულების საკითხებზე, იმ მძიმე ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ევროკავშირის მხრიდან მძიმე შეფასება იქნება.

„მე ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტის მხრიდან შეფასებებს კიდევ ერთხელ, უფრო ცალსახად და მკაფიოდ მოვისმენთ 8 მარტის შეთანხმების შესრულების საკითხებზე, იმ მძიმე ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია. ჩვენ თვითონ ვხედავთ, ქვეყანას სასამართლო აღარ აქვს, ეკონომიკა აღარ აქვს, კარგავს სამუშაო ადგილებს, ქვეყანას ხელისუფლება ყავს, რომელიც მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე ფიქრობს, პოლიტიკური მიზნებით იყენებს მთლიანად სამართალდამცავ ორგანოებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მძიმე შეფასება იქნება, რადგან ევროკავშირისთვის ასოცირების შეთანხმება, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არის შინაარსი და მას უნდა, რომ საქართველო გახდეს არა ასოცირებული წევრი, არამედ სრულუფლებიანი წევრი ევროკავშირის. ამიტომ ბოლომდე დაგვეხმარება ჩვენ და რაც მთავარია, მათ იციან ქართველი ხალხის განწყობა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.