გიორგი ვაშაძე - განცხადება ბევრნაირი გვინახავს, ეუთო-ს მანდატში სწორედ ასეთი ტიპის განცხადებებია, ასე აკეთებს ყველა ქვეყანაში
გიორგი ვაშაძე - განცხადება ბევრნაირი გვინახავს, ეუთო-ს მანდატში სწორედ ასეთი ტიპის განცხადებებია, ასე აკეთებს ყველა ქვეყანაში

განცხადება ბევრნაირი გვინახავს, ეუთო-ს მანდატში სწორედ ასეთი ტიპის განცხადებებია, ასე აკეთებს ყველა ქვეყანაში. მესმის ეს განცხადება, ჩვენგან გაყალბების კიდევ მეტ მტკიცებულებებს მიიღებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ამ ეტაპზე მოქალაქეების განწყობაა.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება და რა თქმა უნდა გამოსავალი არის „ქართული ოცნების ხელში“. ჩვენი მოთხოვნები დავაყენეთ და მესამე რაუნდზე მათგან ველოდებით ადეკვატურ პასუხს ამ მოთხოვნებთან მიმართებაში, რომ ეს უმძიმესი პოლიტიკური კოლაფსი განიმუხტოს და ჩიხიდან გამოვიდეს ქვეყანა. რაც შეეხება ეუთო-ს განცხადებას. განცხადება ბევრნაირი გვინახავს, ეუთო-ს მანდატში სწორედ ასეთი ტიპის განცხადებებია, ასე აკეთებს ყველა ქვეყანაში. მესმის ეს განცხადება, ჩვენგან კიდევ მეტ მტკიცებულებებს მიიღებს გაყალბების. რაც მთავარია, მთავარი განცხადება არის ხალხის განწყობა, რაც არის ახლა აქ“, – განაცხადა ვაშაძე.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ ახალი პარლამენტის მუშაობაში.

დატოვე კომენტარი