გიორგი ვაშაძე - ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდში
გიორგი ვაშაძე - ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდში

საარჩევნო უბნები დაიხურა, ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელმაც საარჩევნო უბნების დახურვა შეაჯამა.

ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ელოდება.

„საარჩევნო უბნები დაიხურა, ძალიან კარგ ხასიათზე ვართ, რადგან კარგი შედეგები გვაქვს. ჩვენი მონაცემებით, დამაჯერებელი უპირატესობა გვაქვს ზუგდიდში. ასევე, რამდენიმე რაიონში მეორე ტურს ველოდებით“, – განაცხადა ვაშაძემ.