გიორგი ვაშაძე - დროებითი, გარდამავალი მთავრობა უნდა იყოს, რომელიც ვითარებას დაამშვიდებს, მოამზადებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყანას და ხალხი გადაწყვეტს საკუთარ ბედს
გიორგი ვაშაძე - დროებითი, გარდამავალი მთავრობა უნდა იყოს, რომელიც ვითარებას დაამშვიდებს, მოამზადებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყანას და ხალხი გადაწყვეტს საკუთარ ბედს

ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს უსამართლობა დავასრულოთ. „ქართული ოცნება“ არის შიმშილი, ძალადობა, ადამიანების კვლა, ცემა-ტყეპა, დაპირისპირება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დროებითი, გარდამავალი მთავრობა უნდა იყოს, რომელიც ვითარებას დაამშვიდებს.

„ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, რომ „ქართული ოცნება“ გავაშიშვლოთ. დროებითი, გარდამავალი მთავრობა უნდა იყოს, რომელიც ვითარებას დაამშვიდებს, მოამზადებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქვეყანას და ხალხი გადაწყვეტს, საკუთარ ბედს ვის ანდობს. ჩემთან მიმართებაში სხდომათა დარბაზში იყო უმრავლესობის პროვოკაცია. ზურგიდან რამდენიმე ადამიანი მომეპარა. ფიზიკურ ანგარიშსწორებაში საკადრის პასუხს ყოველთვის მიიღებენ, მაგრამ ეს არ არის ჩემი მიზანი, ჩვენი მიზანია მშვიდობიანი და ძლიერი საქართველოს არსებობა“, – განაცხადა ვაშაძემ.