გიორგი ვაშაძე - დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, დღეს ყველა ვართ გამარჯვებული
გიორგი ვაშაძე - დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, დღეს ყველა ვართ გამარჯვებული

არ მინდა, რომ გულწრფელად ვთქვა, საქართველო იყოს ბოიკოტის ქვეყანა, მინდა, რომ საქართველო იყოს თანხმობის ქვეყანა, არ მინდა  საქართველო იყოს გაჭირვების და შიმშილის ქვეყანა, ეს უნდა იყოს განვითარების ქვეყანა, არ მინდა რომ საქართველო იყოს მუდმივი დაძაბულობის ქვეყანა, არამედ იყოს ჯანსაღი კამათის, ჯანსაღი მსჯელობის ქვეყანა, იდეებით პაექრობის ქვეყანა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმასენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, დღევანდელი დღეა უმნიშვნელოვანესია.

„დღევანდელი დღე არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, დღევანდელ დღეს არ ჰყავს დამარცხებული, დღეს ყველა ვართ გამარჯვებული, პირველ რიგში გამარჯვებული არიან საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი, გამარჯვებულია ჩვენი სახელმწიფო, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. დიახ, შეთანხმება, თანხმობა, კონსენსუსი, კომპრომისი, ეს არის ევროპული სტანდარტი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ევროპულ განვითარებას გავაგრძელებთ. იმედი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი იქნება საფუძველი საქართველოში დაპირისპირების დასრულების. მე ნამდვილად არ მინდა, რომ გულწრფელად ვთქვა, საქართველო იყოს ბოიკოტის ქვეყანა, მე მინდა, რომ საქართველო იყოს თანხმობის ქვეყანა, არ მინდა რომ საქართველო იყოს გაჭირვების და შიმშილის ქვეყანა, ეს უნდა იყოს განვითარების ქვეყანა, მე არ მინდა რომ საქართველო იყოს მუდმივი დაძაბულობის ქვეყანა, არამედ იყოს ჯანსაღი კამათის, ჯანსაღი მსჯელობის ქვეყანა, იდეებით პაექრობის ქვეყანა, ხალხზე ზრუნვის და კონკურენციის ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ყველანი მოვინდომებთ, ამას აუცილებლად შევძლებთ. კიდევ ერთხელ ეს ისტორიული დღე უნდა გამოვიყენოთ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ყველა ადამიანმა, ვისაც აზრი მოეკითხება ამ ქვეყანაში, რომ ჩავუყაროთ საფუძველი ახალი, თანამედროვე სტანდარტის საქართველოს მშენებლობას რომელიც მალე გახდება ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი