გიორგი ვაშაძე - საქართველოს პირველიც, მეასეც და მეათასე პრობლემაც არის „ქართული ოცნება“, ამიტომ ყველა ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ იმას, რომ დავიბრუნოთ მიტაცებული სამშობლო
გიორგი ვაშაძე - საქართველოს პირველიც, მეასეც და მეათასე პრობლემაც არის „ქართული ოცნება“, ამიტომ ყველა ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ იმას, რომ დავიბრუნოთ მიტაცებული სამშობლო

„ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმეები, მათ უნდა გადაწყვიტონ. „სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს მთავარი საქმე, პრორუსული „ქართული ოცნება“ ჩამოვაცილოთ მმართველობას. ორი არჩევანი გვაქვს- ევროკავაშირი ან რუსეთი. „ქართული ოცნება“ მიგვაქანებს რუსეთისკენ. ვფიქრობ, ყველა ოპოზიციური პარტია, ყველა პროდასავლური, მედასავლეთე, პროევროპულად განწყობილი ადამიანი მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ პრორუსული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, რას შეცვლის ოპოზიციაში „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირება, ვაშაძე აცხადებს, რომ მის პარტიაში არაფერს შეცვლის.

„სტრატეგია აღმაშენებელში“ არაფერს არ შეცვლის, დანარჩენი არ ვიცი. ძალიან ვწუხვარ, იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ისტორიული ამოცანა, მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, დავიბრუნოთ პროევროპულებმა მიტაცებული სამშობლო, პრორუსული პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“ მხრიდან, ასეთი თემების შემოტანა, ჩემი აზრით, არის მთავარი სამიზნიდან აცდენა. შესაბამისად, გავასწოროთ სამიზნე. დღეს საქართველოს პირველიც, მეასეც, მეათასე პრობლემაც არის „ქართული ოცნება“. ამიტომ, ყველა ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ ყველა პროევროპელმა იმას, რომ დავიბრუნოთ მიტაცებული სამშობლო პრორუსული „ქართული ოცნების“ მხრიდან“, – განაცხადა ვაშაძემ.